Wednesday, 29 January 2014

მსოფლიოს შვიდი საოცრება



7 საოცრება


მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები. ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.
ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ. 
                                                                                                                                                                                                         
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     



გაგრძელებაში იხილავთ მსოფლიოს 7 თანამედროვე საოცრებას…

 თაჯ-მაჰალი
აგებული 1631-1654 წლებში დაახ. 20.000 მუშის მიერ. მუღალთა იმპერატორი შაჰ ჯაჰანით შეკვეთის თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.
თაჯ-მაჰალი მუღალთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.
თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრ გუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.
 ჩიჩენ-იცა
ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ.
ჩიჩენ-იცა მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი იყო ჩრდილოეთ მაიას გავაკებაზე გვიანდელი ანტიკურიდან ადრეულ პოსტკლასიკურ პერიოდამდე. ამ არემარეში მრავალი არქიტექტურული სტილია წარმოდგენილი, ცენტრალური მექსიკისთვის დამახასიათებელი ე.წ. მექსიკანიზებული სტილიდან პუუკის სტილამდე, რომელიც გაბატონებული იყო პუუკის მაიას ჩრდილოეთ დაბლობებზე. თავდაპირველად ცენტრალური მექსიკის სტილის არსებობა ამ რეგიონში დაპყრობების გავლენა ეგონათ, თუმცა თანამდეროვე ინტეპრეტაციით ეს უფრო კულტურული დიფუზიის შედეგი უნდა ყოფილიყო.
არქეოლოგიური მონაცემები, როგორიცაა ხანძრის ნიშნები რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობასა თუ არქიტექტურულ კომპლექსზე, მიანიშნებს, რომ ჩიჩენ-იცას დაქცევის მიზეზი სისხლიანი უნდა ყოფილიყო. ჩიჩენ-იცას ჰეგემონიის დაკნინების შემდეგ, რეგიონულმა ცენტრმა იუკატანზე მაიაპანში გადაინაცვლა.
ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
 ქრისტეს ქანდაკება
გი მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროში მთა კორკოვადოს წვერზე. იგი მთლიანად დამზადებული არის რკინაბეტონით და რეცხვადი ქვით. ქრისტეს ქანდაკების ზუსტი ზომებია: სიმაღლე – 38მ, ამასტანავე კვარცხლბეკი – 8მ, წონა – 1145ტ, გაშლილი ხელების სიგრძე – 30მ. ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში არის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პოპულარული მონუმენტი მსოფლიოში. ყოველ დღე მილიონობით ტურისტი ადის მის კვარცხლბეკზე საიდანაც იშლება გასაოცარი ქალაქის პანორამა.
ქანდაკების აშენებაში მონაწილეობდა მაშინდელი რიო-დე-ჟანეიროს არქიეპისკოპოსი დონ სებასტიან ლემე. ქანდაკების მშენებლობა გაგრძელდა დაახლოებით ცხრა წელი – 1922-დან 1931 წლამდე. ქანდაკების პირველი ესკიზი შეიმუშავა მხატვარმა კარლოს ოსვალდმა. სწორედ მან მოიფიქრა რომ ქანდაკება ყოფილიყო გაშლილი ხელებით ლოცვის ნიშნად, ამის შედეგად ქანდაკება გამოიყურებოდა როგორც დიდი ჯვარი. საწყის ვარიანტში ქანდაკების კვარცხლბეკი უნდა ყოფილიყო დედამიწის ფორმის. საბოლოო პროექტი შეიმუშავა ბრაზილიელმა ინჟინერმა ჰექტორ და სილვა კოსტამ.
 მაჩუ-პიკჩუ
მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს, ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე – მაჩუ პიკჩუზე და უაინა პიგჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია პიკჩუ ან პიჩო. ქალაქის მშენებლობის დასრულებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ესპანელი დამპყრობლების გამოჩენის პერიოდში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ინკებმა ქალაქი მიატოვეს. მას შემდეგ ის საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, სანამ 1911 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა ხელახლა აღმოაჩინა ის. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა მოსაზრება, რომ ქალაქი ბინგემამდე რამოდენიმე წლით ადრე, 1867 წელს იქნა აღმოჩენილი გერმანელი ბიზნესმენის, ავგუსტო ბერნსის მიერ. გარდა ამისა, არსებობს ნივთმტკიცება, რომ მაჩუ პიკჩუ ბინგემამდე იხილა ბრიტანელმა მისონერმა თომას პეინმა და გერმანელმა ინჟინერმა ჯ.მ. ვონ ჰასელმა. ნაპოვნი რუქები ადასტურებს, რომ ქალაქი 1874 წლისათვის უკვე ცნობილი იყო პირველი ევროპელებისათვის.
 კოლოსეუმი
იგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 – 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვივ და მისი მშენებლობა დაიწყო ძვ. წ. 70-სა – ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისა.



ჰალიკარნასის მავზოლეუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაციაძიება

მავზოლეუმის მოდელი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი — მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მეფე მავსოლეს საფლავი. ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ის ძვ. წ. IV საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეცნიერთა აზრით, მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობის საუკუნო დიდება ხვდა წილად. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ. წ. 353 ან 352 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.
ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ. წ. IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.
მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.
XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ. იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებმა სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.
XIX საუკუნის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.



































No comments:

Post a Comment